ინცინდენტი ქობულეთში

28 აგვისტო 2016, 00:00 3979 ნახვა

ინცინდენტი ქობულეთში. მოქალაქე გია თურქიას განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც რუსთაველის 54-ში მდებარეობს, დღეს დილით ხელყუმბარა ესროლეს. შედეგად არავინ დაშავებულა. ასაფეთქებელი მოწყობილობის მექანიზმი სროლის მომენტში მოქმედებაში არ მოსულა. გია თურქია მომხდარს კერძო იპოთეკარების მხრიდან პირად შურისძიებას უკავშირებს. მისი მტკიცებით, რამდენიმე პირმა, მისი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი 2013 წელს მოტყუებით მიითვისა და ახლა აიძულებენ სახლი დაუყოვნებლივ დაცალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნამღველები. ფაქტზე გამოძიება 236 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში