ზღვაზე ცურვა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ამ დროისთვის 3-4 ბალიანი შტორმია, აღმართულია წითელი ალმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.