ლიანა ისაკაძე საპატიო ბათუმელი

28 აგვისტო 2016, 00:00 2870 ნახვა

ლიანა ისაკაძე საპატიო ბათუმელი გახდა.  გადაწყვეტილება მერიამ ლეგენდარული მევიოლინის 70 წლის იუბილეს დაამთხვია. ჯილდო მუსიკოსს კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სხვა  დამსახურებებისთვის  გუშინ, ფესტივალ ''ღამის სერნადების” გახსნის ღონისძიებაზე  გადაეცა. ფესტივალი უკვე მერვედ ტარდება ბათუმში და მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. საიუბილეო საღამოსთვის მან თავად შეარჩია მუსიკალური პროგრამა.  სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოვიდა ბათუმში  ცნობილი  მევიოლინეები - აიმან მუსახაჯაევა და ალექსეი ლუდევიგი. კამერულ ორკესტრს ესპანელმა ცეზარ ალვარესმა უდირიჟორა. ღამის სერენადების მეორე კონცერტი ჰილტონის დარბაზში დღეს 8 საათზე  დაიწყება, თუმცა დღევანდელი საკონცერტო პროგრამა განსხვავებული იქნება. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში