ბათუმში, ღამით გორგილაძის ქუჩაზე საშაურმეში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ბათუმში, გორგილაძის 91 ნომერში, საშაურმეში ღამით კაცი დაჭრეს. კონფლიქტი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხის არეშია დაჭრილი.