ენმ: ''ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა არაეფექტურია''

02 აგვისტო 2019, 15:05 1316 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის სახელწიფო პროგრამა არაეფექტურია. გია დიასამიძის მტკიცებით, პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს და   ის არასწორად იგეგმება.  

ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს გაფართოვდეს დაავადებების ჩამონათვალი და მედიკამენტების სია, გაიზარდოს   მათზე ხელმისაწვდომობა და  დაიხვეწოს  პროგრამის მენეჯმენტი.

ოპოზიცია ასევე ითხოვს, პროგრამის განხორციელების   პროცესში  ჩაერთოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც. საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტროში საპასუხო კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი