გორგილაძის ქუჩაზე მოპედი მოზარდს დაეჯახა

02 აგვისტო 2019, 10:03 1024 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედი არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული 14 წლის გოგონა ​ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების განმარტებით, მას თავის არეში ტკივილები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ჭრილობა ფეხზე. იგი ამ დრომდე რჩება კლინიკაში.  

თვითმხილველების თქმით, მოზარდი თანმხლებ პირებთან ერთად ''ზებრა'' გადასასვლელზე გადადიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი