რივიერა - საჯარო განხილვები დაიწყო

01 აგვისტო 2019, 21:10 1485 ნახვა

ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის თაობაზე გამართულ საჯარო განხილვას საზოგადოება „ბათომისა“ და „დაიცავი ძელი ბათუმის“ წევრები არ დასწრებიან. ამბობენ, რომ თავი აარიდეს პროვოკაციას, რისთვისაც მათივე თქმით ხელისუფლებას წარსულში არაერთხელ მიუმართავს.

ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად ქვეყნის პრემიერს და გარემოს დაცვის მინისტრს მიმართავენ, მოითხოვენ სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ცნობისთვის, ამ დოკუმენტის მომზადება კომპანიისთვის მერიას არ დაუვალებია. „სილქ როუდ ჯგუფის“  დირექტორი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი