პატარაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

27 აგვისტო 2016, 00:00 3130 ნახვა

სოფელ კუჭულაში ხანძრით დაზარალებულ გორგაძეების 11 წევრიან ოჯახს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. ზურაბ პატარაძე სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ხანძრის შედეგად გორგაძეების სახლი მთლიანად დაიწვა და ოჯახი ღია ცის ქვეშ ნივთებისა და ტანსაცმლის გარეშე დარჩა. დაზარალებულები სოფელში, გამგეობის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ფართში გადაიყვანეს. მთავრობის თავმჯდომარემ გორგაძეების ოჯახს კანონით დადგენილ ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში