ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება

30 ივლისი 2019, 15:21 1749 ნახვა

ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება, კომერციულ ბანკებში კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 3 ლარს მიუახლოვდა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.94 თეთრია, ლარის ახალი კურსი ორ საათში გახდება ცნობილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ ლარის გაუფასურება, საგარეო შოკებს უკავშირდება.

კობა გვენეტაძის  განცხადებით, უწყება კვლავ დაკვირვების რეჟიმშია. ჩარევა კი მოხდება მაშინ, თუ ინფლაციის მაჩვენებელი ზღვარს გადასცდება. პროდუქტებზე ფასმა უკვე მოიმატა, შესაძლოა ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება ივნისში დაიწყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი