რიგები სარფის საბაჟოზე

27 აგვისტო 2016, 00:00 4429 ნახვა

რიგები სარფის საბაჟოზე. საბაჟოს თურქულ მხარეს ავტომანქანების 7 კილომეტრიანი რიგი დგას. საათობით რიგში დგომა უხდებათ ქვეითად მოსიარულეებსაც. ავტობუსების მძღოლები, რომლებსაც საქართველოში ტურისტული ჯგუფები შემოჰყავთ, აცხადებენ, რომ მგზავრებმა საზღვრის ფეხით გადაკვეთა შეძლეს, თუმცა უკვე რამდენიმე საათია ავტობუსის გადმოსვლას ელოდებიან, ისინი კი საზღვრის გადაკვეთს ვერ რიგების გამო ვერ ახერხებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთვის შეფერხების მიზეზი უცნობია.

ჩვენ ვცდილობთ მიზეზის გარკვევას შემოსავლების სამსახურთან და თურქეთის საკონსულოსთან. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ თურქულ მხარესთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან და ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. მთავრობის ინფორმაციით, შეფერხება თურქეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში