„KLDIASHVILI.GE იმედითა და მოთმინებით“ - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „დიდ სცენაზე“ სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სიუჟეტი მაყურებელს, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით ცრურწმენასა და ადამიანურ ემოციებზე მოუთხრობს. დრამას ახლა იუმორიც, რომელიც ადამიანს უსაფუძვლო შიშებზე აფიქრებს.
პრემიერა ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შედგა. ფესტივალი ბათუმში დასრულდა და მანამ კი საქართველოს 12-მა ქალაქმა უმასპინძლა. სპექტაკლი, ბათუმელი მსახიობების მონაწილეობით სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ დადგა.