ბეტონის საწარმოს თანამშრომელთა პროტესტი

26 აგვისტო 2016, 00:00 3021 ნახვა

ხელვაჩაურში ერთ-ერთი ბეტონის მწარმოებელი ქარხნის თანამშრომლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მათი ინფორმაციით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროზე მეტ საათებს ამუშავებენ, შესაბამის ანაზღაურებას კი არ უმატებენ. აქციაზე 2 გათავისუფლებული თანამშრომელიც იმყოფებოდა. ისინი  განმარტავენ, რომ უმიზეზოდ დაითხოვეს და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. კომპანიაში სატელევიზიო კომენტარს აკეთებენ, წერილობით პასუხში კი განმარტებულია, რომ დამატებითი საათების ანაზღაურება თანამშრომლებს ერიცხებათ, გათავისუფლებულ თანამშრომლებს კი კომპანიამ გაშვების მიზეზი განუმარტა. მათ გარკვეული დარღვევები ჰქონდათ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში