მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში 17:00 საათზე მივლენ - ადვოკატი

24 ივლისი 2019, 13:36 1504 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის საქმეზე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში დაიბარა. მათ ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინო. საქმე ეხება ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს.  

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში, დღეს, 17:00 საათზე მივლენ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

პროკურატურის განმარტებით, ბრალის  წარდგენის შემდეგ ისინი სასამართლოს შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავენ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი