ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძნობს

23 ივლისი 2019, 20:43 1560 ნახვა

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძნობს - ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება, ეროვნული ბანკის მონაცემების  მიხედვით ხვალისთვის 2 ლარი და 89 თეთრი იქნება. გაუფასურებული ლარის ფონზე ყოველდღიურად ძვირდება პროდუქტი.

ფასი მომატებულია რძის პროდუქტებსა და ყოველდღიური მოხმარების სურსათზე. ამასთან ბოლო პერიოდში 4-5 თეთრით გაძვირდა საწვავიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯიც იზრდება. ახლა უკვე მმართველ გუნდში ელექტროენერგიის საფასურის შესაძლო მატებაზეც საუბრობენ - არასამთავრობო სექტორში კი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მუშაობას უწუნებენ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი