შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კარავთან მისასვლელი გზა ჩახერგეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დღეს კარავთან მისასვლელ გზაზე ქვები დახვდათ დაყრილი გზის ნაწილი კი გადათხრილი.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების დაყრა.