მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება - ბესელია შსს-ს განცხადებაზე

23 ივლისი 2019, 15:00 1272 ნახვა

''მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით,'' – ამბობს ეკა ბესელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა.

დეპუტატის  განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე კვირის წინ იკითხა - იყო თუ არა ეს პირი პირველწყარო, მისივე თქმით, პასუხად მიიღო, რომ ''არა''...

''პირველი ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა, აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი? როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, დაეკითხათ ეს პატიმარი, რაც ასევე უცნაურია, რატომ არ მისცეს ამის უფლება საქართველოს მხრიდან გამომძიებელსა და პროკურორს.

რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა.

მე ახალი არაფერი მომისმენია პირადად. ამ პატიმრის თაობაზე ვიცოდი. გამოძიებასთან მაქვს კითხვა, ამდენი თვის განმავლობაში ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, თუ ადასტურებდა ეს ადამიანი, რომ მან უკანონოდ გაავრცელა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ სომხეთიდან ატვირთა. კადრები კი ფარულად 2012 წელს არის გადაღებული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი