26 ივლისამდე გრილი და პერიოდულად წვიმიანი ამინდი იქნება

22 ივლისი 2019, 10:39 3230 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში ბოლო დღეებია ინტენსიურად ვრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რის ფონზეც ტემპერატურა +23, +25 გრადუსია და პერიოდულად წვიმს.

26 ივლისამდე სანაპირო ზოლში კვლავ შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი და ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა კი +24, +26 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილს, უახლოეს დღეებში, ღამისა და საღამოს საათებში ყველგან იწვიმებს, მაგრამ იქნება ჰაერის უფრო მაღალი ტემპერატურა - დასავლეთის დაბლობზე +27, +29, აღმოსავლეთის ბარში კი +31, +33 გრადუსი.

26 ივლისიდან საქართველოში გამოიდარებს და დაცხება.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ აგვისტო საქართველოში უმეტესად წვიმიანი იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. მომდევნო თვე სტაბილურად მზიანი იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი