"დაგვთვალე ბიძინა"- პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს დანომრილი ფურცლები დაურიგეს

20 ივლისი 2019, 23:24 2726 ნახვა

დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ ადამიანებს აქციის ორგანიზატორებმა დანომრილი ფურცლები დაურიგეს. პერფომანსით მათ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს და მას აქციის მონაწილეების დათვლისკენ მოუწოდეს.

"ბიძინა გამოდი, დაგვთვალე"-ამ მოწოდებით და ჟესტით აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უპასუხეს, როცა მან განაცხადა,რომ პარლამენტის წინ აქციაზე სულ რაღაც 200 კაცი დგას.

დღეს პარლამენტის წინ აქციაზე პირველი ნომრით იმყოფებოდა მაკო გომური, გოგონა რომელმაც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

საპროტესტო აქცია #სირცხვილია საქართველოს პარლამენტთან უკვე ერთი თვეა უცვლელი მოთხოვნით მიმდინარეობს, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი