უკვე ერთი თვეა, თბილისში და რეგიონებში, საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც 20 ივნისს თბილისში, რუსი დეპუტატის გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო. მასშტაბური აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ამ მოთხოვნებიდან, ორი შესრულდა, თანამდებობა დატოვა ირაკლი კობახიძემ და მმართველმა გუნდმა დაანონსა 2020 წლის არჩევნების, პროპორციული სისტემით ჩატარება. თუმცა, ერთ თვიანი აქციების მიუხედავად, თანამდებობაზე რჩება, გიორგი გახარია. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა ხდებოდა თბილისში, ერთი თვის წინ-„გავრილოვის ღამედ“ წოდებულ 20 ივნისს.