პენსიონერები და შშმ პირები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს ერთ ლარად შეიძენენ - პრემიერი 

16 ივლისი 2019, 17:10 2096 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას, სოციალურად დაუცველების გარდა სხვა პირებიც შეძლებენ.

მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ პროგრამაში ცვლილებები შედის, რის შემდეგაც დიფერენცია იხსნება და წამლების სიმბოლურად ფასად შეძენას შშმ პირები, პენსიონერები და სხვა ჯგუფებიც შეძლებენ. 

''ჩვენთვის ერთ-ერთ მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის, რომ მედიკამნეტებისთვის ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხები ძალიან მაღალია. აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივა.​ ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტები ერთ ლარად შეიძინონ. 

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება - მათ შორის გულ-სისზარღვთა, ფარისებრი ჯირყვლის, ფილტვის, დიაბეტის და პარკისონის დაავადებები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი