ბათუმში უკრაინელებს ავტომანქანა გაუტეხეს და ჩანთები მოპარეს 

15 ივლისი 2019, 15:37 3159 ნახვა

გუშინ, 14 ივნისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო პირებმა უკრაინელები გაქურდეს. ავტომანქანა სადგომზე მფლობელებს გატეხილი დახვდათ. უკანა მინა ჩამტვრეული იყო, მანქანიდან კი წაღებული ორი ჩანთა, ფული და მობილურები. 

უცხოელების გაქურდვის შესახებ სოციალურ ქსელში მატვეი მასიაგინი წერს.  ამბობს, რომ ადგილზე პოლიცია მივიდა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ნივთები ამ დრომდე ვერ იპოვეს. დაზარალებულები იმედოვნებდნენ, რომ ტანსაცმლის ჩანთები ქურდებს სადმე გადაგდებული ექნებოდათ და მათ მაინც იპოვიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.  დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არ არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი