"ინგა გრიგოლია არის ძ*კნა და ქვეყნის მტერი!!! - ინგა გრიგოლიაზე ამჯერად ხაშურის საკრებულოს დეპუტატი

15 ივლისი 2019, 15:20 2646 ნახვა

ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე სიმონიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა. შეურაცხმყოფელi კომენტარი მან TV-4 გვერდზე დაწერა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს. 

"ინგა გრიგოლია არის ძ*კნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ !!! გავიმეორებ ათასჯერ", — დაწერა ალექსანდრე სიმონიშვილიმა

მედიასაშუალებამ კომენტარისთვის დეპუტატს დაურეკა, თუმცა ალექსანდრე სიმონიშვილმა on.ge არ უპასუხა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო. 

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა იმ მასალაზე დააკომენტარა,  რომელიც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს ეხებოდა. ლევან ონიანმა "ინგაზე" ჯერ სექსისტური კომენტარი დაწერა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ კომენტარი ინგა გრიგოლიას არ ეხებოდა. 

ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთება საკრებულოს დეპუტატებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ინგა გრიგოლიამ შს მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერ, რომელიც 20 ივნისს ღამის ძალადობრივად დაშლას ეხებოდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი