საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, ბათუმში სასტუმრო შერატონთან დილიდან დაიწყო აქცია. მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს პრო-რუსი მთავრობა ჰყავს და ისინი უნდა ჩამოშორდნენ ქვეყანას. ამასთან აქაც მოითხოვდნენ გიორგი გახარიას გადადგომას. ორგანიზატორებმა ევროპელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის, მეგობრობის ნიშნად კი მაფინები დაურიგეს.
კიდევ ერთი ერთგვარი პერფორმანსი გაიმართა ვაჟა-ფშაველას ბიუსტთან. „ბათუმი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებმა ბიუსტს თვალი წითელი ლენტით აუკრეს, დონალდ ტუსკს კი წერილობით მიმართეს. შეგახსენებთ, ტუსკმა დღეს სწორედ ვაჟა ფშაველას სიტყვები გამოიყენა სიტყვით გამოსვლისას.