მომდევნო სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპირო ზოლში, დღის საათებში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.
ზღვის წყლის ტემპერატურა კი 26 გრადუსი.
დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში კი სიცხის ფონზე, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.