ნიკა გვარამია - "მტრის რადიკალური შეფასება დასაშვებია, თუმცა არ გულისხმობს გულისამრევ ბილწსიტყვაობას" 

07 ივლისი 2019, 23:20 2665 ნახვა

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დღეს გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების ფაქტზე განმარტრებას აკეთებს. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს ნომერ პირველი მტერია, მისი რადიკალური შეფასება ტელეკომპანიის ეთერში დასაშვებია, თუმცა ეს არ გულისხმობს გულისამრევ ბილწსიტყვაობას. 

მისი თქმით, ის ავად იყო, თუმცა სამსახურში მიდის არხის პოზიციის დასაფიქსირებლად. 

"მიწევს სამსახურში წასვლა, იმის გამო რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში თქვა, ამის გამო არხს განმარტებების გაკეთება უწევს, 

რა თქმა უნდა არ ვაპირებ პუტინის გამო ბოდიშის მოხდას, აბსოლუტურად ვიზიარებ პათოსს, თუმცა შეიძლებოდა ამის ორ სიტყვაში ჩატევა  ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი ფანტასტიკური აქციის წევრებმა იმღერეს - პუტინ ხუილო. 

ომი რუსეთთან საქართველოსთან არ დაასრულა და ეს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს saqarTvelos ოკუპაციაში რბილი ძალის მეშვეობით და არა გაბუნიას გინებას. 

კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. სხვა მხრივ, მიგვაჩნია რომ პუტინი არის ჩვენი ქვეყნის პირველი მტერი, მისი რადიკალური შეფასება დასაშვებია ჩვენს ეთერში, თუმცა რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი