„მეფე ლირი“ ბათუმის განახლებული დრამატული თეატრის სცენაზე. სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრმა გასტროლის ფარგლებში ითამაშა.
რეჟისორ ზურაბ გეწაძის მიერ დადგმულ შექსპირის ტრაგედიას მაყურებელი სამი საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს. სპექტაკლში მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს.