ქართული ავიაკომპანიების შეთავაზება

06 ივლისი 2019, 15:25 1256 ნახვა

Georgian Airways-ი და Myway Airlines​-ი რუსული ავია-სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის ღირებულებას დაუბრუნებენ ან ალტერნატიულ მარშრუტს შესთავაზებენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ვითარება და ავიაკომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და ავიაკომპანიების სამომავლო გეგმები განიხილეს, როგორც ალტერნატიული მიმართულებების მოძიების, ისე კომერციულად მიმზიდველ ახალ მარშრუტებზე ოპერირების დაწყების კუთხით.

21 ივნისს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი