KOKKAI OPEN CUP 2019- ბათუმის სპორტის სასახლეში უკვე ერთი საათია სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი მიმდინარეობს. მასში ქართველი, პოლონელი, უნგრელი, უკრაინელი, რუსი, აზერბაიჯანელი, იტალიელი და ინდოელი სუმოისტები მონაწილეობენ.
ტურნირში გამარჯვებულები 18-დან 23 წლამდე და 23 წელს ზემოთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ტურნირის ორგანიზატორები საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციაა. როგორც ამბობენ შესაძლოა 2021 წელს დაგეგმილი სუმოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართოს.