20 ივნისის აქციის საქმე

04 ივლისი 2019, 18:14 1310 ნახვა

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით გრძელდება, ასევე პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლებას შეკითხვები გიგი უგულავასთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან აქვს. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაკითხავენ. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. უკვე დანიშნულია  პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების და სხვა ნივთების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი