განახლებული 10 ლარიანი /ფოტო/

02 ივლისი 2019, 12:44 14770 ნახვა

ფოტო: ვახტანგ ჭარაია

 

საქართველოში პირველი ოქტომბრიდან მიმოქცევაში, განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები ჩაეშვება. ის მიმოქცევაში, წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

''დღეს წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს - 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა", - განაცხადა პრეზენტაციაზე გვენეტაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი