მგზავრმა ბათუმის აეროპორტის Duty Free-ში სათვალე მოიპარა

02 ივლისი 2019, 11:29 5695 ნახვა

ბათუმის აეროპორტში, ავიაკომპანია Israir-ის რეისზე, მგზავრს  ნაქურდალი სათვალე აღმოუჩინეს.

ბათუმის პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, მგზავრი საქართველოდან თელავივში ბრუნდებოდა და ბათუმის აეროპორტის Duty Free-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მზის სათვალე მოიპარა. სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერების საფუძველზე ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებაც მოახდინეს. 

სათვალის აღმოსაჩენად სამართალდამცავებმა ბარგის ჩამოცლა დაიწყეს, რის გამოც რეისი მცირე დროით შეყოვნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი