ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

02 ივლისი 2019, 10:21 2114 ნახვა

ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს. ის 842 ადამიანს შორის მოხვდა, რომელიც მიმდინარე წელს კინოაკადემიის ახალ წევრად შეარჩიეს. გიორგი შველიძესთან ერთად, აკადემიის ახალი წევრები გახდნენ ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი და სხვები.

ქართული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორმა, გიორგი შველიძემ 2019 წლის დასაწყისში ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდოც მიიღო. 

შველიძე ერთადერთი ქართველი არაა, ვინც კინოაკადემიაში იქნება. 2017 წელს რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და  ზაზა ურუშაძეც საკუთარ შემადგენლობაში მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში