ნინო ქათამაძის კონცერტის გაუქმების შემდეგ, პუტინმა ხელოვანებს საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავება მოსთხოვა - რუსული მედია

01 ივლისი 2019, 15:40 5387 ნახვა

კრემლმა, რუსი ტურისტების შემდეგ, უკვე რუს მსახიობებსაც მოუწოდა საქართველოში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ და დაგეგმილ ღონისძიებებს გადახედონ - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ინტერფაქსის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ახალი "აკრძალვა" ნინო ქათამაძის მიერ მიღრბულ გადაწყვეტილებას და რუსეთში ტურების გაუქმებას უკავშირდება. ამასთან, პუტინის ადმინისტრაციას მოლოდინი აქვს, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვი პარლამენტიდან ''გამოძევების'' ფაქტზე, ქართულმა მხარემ ვინმე უნდა გაასამართლოს. 

''გადახედეთ თქვენს დღის წესრიგს, თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან ოფიციალურმა თბილისმა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა იმ პირთა გასამართლება, რომლებიც რუს დეპუტატზე სერგეი გავრილოვზე ​თავდასხმას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ'' - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

''ინტერფაქსის" ინფორმაციით, პრესკოვმა განცხადება ნინო ქათამაძის რუსეთში დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შეფასებისას გააკეთა. ''ის ძალიან ნიჭიერი მომღერალია, თუმცა სავარაუდოდ პოლიტიკაში ცუდად ერკვევა. თუ კი მას კითხვები ექნება, ჩვენ მზად ვართ განვუმარტოთ'' - ამბობს რუსული გამოცემის ინფორმაციით პუტინის პრესმდივანი.

 

მსგავსი თემა: ბათუმში, 27 ივლისს, ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი იყო ჩანიშნული. კლუბის მფლობელების განცხადებით, შესაძლოა კონცერტი გაუქმდეს .

ტურისტული და სხვა ტიპის ემბარგოები საქარათველოსთვის კრემლმა მას შემდეგ შემოიღო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიჭირა, ამას კი საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და აქციები მოჰყვა. 

რუსეთში მედია არწმუნებს მოქალაქეებს, რომ საქართველოში ტურისტებს ერჩიან.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში