მომდევნო 3 დღის განმავლობაში ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება

28 ივნისი 2019, 10:08 3192 ნახვა

ხვალ, საქართველოში ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, 2 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა, გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

ზღვაზე 3 ბალიანი ღელვა იქნება.

ხვალ, 29 ივნისს, ბათუმში 25 გრადუსი სითბო იქნება, კვირასა და ორშაბათს კი, კიდევ უფრო აგრილდება. 

თბილისში დღევანდელ ტემპერატურასთან შედარებით (+35), დასვენების დღეებში  აგრილდება და ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაიკლებს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი