რუსეთისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უფლებამოსილების სრულად აღდგენას 7 ქვეყნის პროტესტი მოჰყვა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო სესია დატოვეს საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, ორგანიზაცია ღირებულებების გაყიდვაში დაადანაშაულა.
"ძვირფასო კოლეგებო, დღეს ვაჭრობის დღეა, დიდი ფასდაკლება. ყველა ჩვენი ღირებულებები გავყიდეთ 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია - 25-ად, ადამიანის უფლებები - 25 მილიონად, კანონის უზენაესობაც, ამდენივედ. ეს კარგი ფასია. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვიანგარიშოთ. ამ კვირაში ევროკავშირმა მილიონობით გული დაკარგა - უკრაინელების გულები, ესტონელების, ქართველების, ლიეტუველების, ლატვიელების, პოლონელების, ბრიტანელების. ერთი გული, დაახლოებით, 50 ცენტად. ეს კარგი ფასია.
მთელი ცხოვრება მიმაჩნდა, რომ ხალხისთვის, რომელსაც მართავს ტირანი, უკეთესია, იბრძოლონ ტირანის წინააღმდეგ და არ ისხდნენ მასთან ერთად. რუსეთის წარმომადგენელმა, ბატონმა ტოლსტოიმ ყველას მოგვმართა: ჩვენ აქ გაშლილი ხელებით ვართ. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ თქვენს გაშლილ ხელებში: გაზი “ნოვიჩოკია” მოსაწამლად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკი” იმისთვის, რომ ჩამოაგდოთ თვითმფრინავები, სისტემა “გრადი” გასანადგურებლად" - თქვა უკრაინის დელაგეაციის წარმოამდგენელმა.
რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო შეუჩერდა.