აქციაზე დაშავებული ორი მოქალაქიდან ერთი კონტაქტური გახდა - ჯანდაცვის სამინისტრო

28 ივნისი 2019, 11:01 3482 ნახვა

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებული ორი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მამაკაცი დავით ფარადაშვილი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, კონტაქტური გახდა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

უწყებაში ამბობენ, რომ შესაძლებელია, პაციენტი უახლოეს დღეებში სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.  დავით ფარადაშვილი აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცს რეზინის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.   პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი დიდი ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაწერეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი