" მივიღე გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო"-ალექსანდრე ერქვანია მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე

27 ივნისი 2019, 10:58 2518 ნახვა

"ის გადაწყვეტილება მივიღე, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა იმ კითხვაზე საპასუხოდ, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გამართულ კენჭისყრაში.

ალექსანდრე ერქვანიამ ვრცელი განმარტება არ გააკეთა და ზემოთხსენებული მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

რაც შეეხება უმრავლესობიდან მის შესაძლო გარიცხვის საკითხს, ერქვანია ამბობს, რომ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა - ალექსანდრე ერქვანიამ, რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა და ბიძინა გეგიძემ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი