ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა

26 ივნისი 2019, 17:45 1895 ნახვა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2,8470 ლარი  გახდა, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.0137 საფეხურით კვლავ გაუფასურდა, შესაბამისად 27 ივნისის ოფიციალური კურსი 2.8470  იქნება.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.  ერთი ევროს  ღირებულება 3,2356 ლარს გაუტოლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი