ხულოში, სოფელ ხიხაძირში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, რომ 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, რის შემდეგაც მკვლელი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და ცდილობენ მის დაკავებას.
გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.