5 წლიანი პაუზის შემდეგ რუსული დელეგაცია დღეიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო საქმიანობაში ისევ ჩაერთვება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118 წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა. სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებს წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.