​10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა - შსს

24 ივნისი 2019, 17:02 2328 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, უწყებაში თქვეს, რომ აქციის დაშლის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს, მათ შორის ორის ქმედებაში  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. 

მასალები რეაგირებისთვის  გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.

''როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა.

მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა'' - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი