აქციაზე დაშავებული ორი მოქალაქე მართვით სუნთქვაზეა 

24 ივნისი 2019, 12:56 1430 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლის დროს დაშავებული ორი მოქალაქე მართვის სუნთქვაზეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კლინიკაში კი სულ 19 ადამიანი მკურნალობს. 

ჯანმრთელობის მსუბუქი ან საშუალო დაზიანება აღენიშნება.

20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ, აქციის დარბევისას 240 ადამიანი დაშავდა, ორმა მათგანმა თვალი დაკარგა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი