აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. სარეკლამო ღონისძიებების ფარგლებში ტალინსა და რიგაში აჭარის საიმიჯო ფოტოებით ტრამვაი დადის, ბრენდირებული მუნიციპალური ტრანსპორტით აჭარის პოპულარიზაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერში ტრიალებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტრამენტის ინფორმაციით, გარდა სატელევიზიო რეკლამისა, აჭარაში გრძელდება ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან. წელს პირველად აჭარის სატელევიზიო რეკლამა იგეგმება National Geographic-სა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც.
27 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდება, რომელსაც ავიაკომპანია ზაფხულის განმავლობაში განახორციელებს.