განსხვავებული პოლიტიკური რეალობა გველოდება - თამარ ჩუგოშვილი

24 ივნისი 2019, 12:24 1203 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ არჩევნების ახალ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რევოლუციური ცვლილებების დასაბამია.

''მალე განსხვავებული პოლიტიკური რეალობა გველოდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს სასესიო კვირა და შემდგომ დავიწყებთ პოლიტიკურ კონსულტაციებს ყველასთან. გვინდა საუბარი ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ელემენტარულად კონსტიტუციას ცემენ პატივს'' - უთხრა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა. 

''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ძალის გადამეტების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ მსგავს შემთხვევებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. თამარ ჩუგოშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ხედავს.

''ეს პასუხები გაეცემა ღიად და გამჭვირვალედ. ამაში ვარ დარწმუნებული და ვისი სამართლებრივი ბრალეულობაც გამოიკვეთება ის დაისჯება. ძალის გამოყენების შემთხვევებს, სადაც იყო არაპროპორციულობა ამ შემთხვევებსაც უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ჩვენი პოლიტიკური შეფასება არის ის საარჩევნო სისტემის შეცვლა და ის, რომ ირაკლი კობახიძემ დატოვა თანამდებობა. სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს გამოძიება,'' - ამბობს დეპუტატი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში