პრეს-ტური პანკისის ხეობაში, ჟურნალისტები ადგილობრივების ცხოვრებას გაეცნენ. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ღირშესანიშნაობა დაათვალიერეს და ქისტურ ტრადიციულ სამზარეულოს, რელიგიასა და კულტურას გაეცნენ. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს პანკისის ხეობაში პირველი მედიასაშუალება ,,რადიო ვეი".