სალომე ზურაბიშვილის პასუხი პუტინს

23 ივნისი 2019, 11:27 1560 ნახვა

ტურისტებმა უნდა განაგრძონ ჩამოსვლა, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ხედავს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს: „ეს ჩვენი გზაა. ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირია.

რუსეთთან დაძაბულობა არსებობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მილიონ-ნახევარი ტურისტისთვის, ჩამოსულიყო ქვეყანაში, მოსახლეობასთან ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“.ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება სალომე ზურაბიშვილის პასუხი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ავიარეისები საქართველოსთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ტურისტებზე. საპროტესტო აქციის მონაწილეებს კი, პრეზიდენტი დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში