ამერიკაში მცხოვრები ქართველები თბილისის აქციას უერთდებიან

23 ივნისი 2019, 01:09 3183 ნახვა

ფილადელფიაში მცხოვრები ქართველებმა დღეს აქცია გამართეს, ისინი უერდებიან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას. 

ემიგრანტებისთვის მიუღებელია პარლამენტში რუსული დელეგაციის შესვლის ფაქტი, ამასთან გმობენ 20 ივნისს, ღამით ძალის გამოყენებით ახალგაზრდების აქციის დაშლას.

ამბობენ, რომ სამივე მოთხოვნას - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, 20 ივნისს დაპატიმრებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება და 2020 წელს პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებს უერთდებიან. 

ამერიკაში მცხოვრები ქართველების იმ ნაწილმა, რომელიც დღეს აქციაზე იყვნენ, თანხის შეგროვებას იწყებენ თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების დასახმარებლად, რომ შეძლონ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. 

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში