მამუკა ხაზარაძე მზადაა, ქართული ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, „თიბისი ჰოლდინგის“ სახელით, უკრაინელი ტურისტებისთვის 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს . „მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ „თიბისი ჰოლდინგის“ სახელით დავაფინანსო „აირზენას“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ წერს მამუკა ხაზარაძე facebook-ზე.