სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს ყველას

21 ივნისი 2019, 21:02 1410 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამს გულისტკივილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უდიდეს თანადგომას უცხადებს ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია.
 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და პოლიციელებს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლო შესაძლებლობამდე ეცადნენ, მოქალაქეებისთვის სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის საშუალება მიეცათ. “სამწუხაროდ, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
 

ამასთან იგი ერთის მხრივ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკანონმდებლო ორგანოს აკისრებს, მეორე მხრივ, კი აცხადებს, რომ „ აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.  „ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი