ჰუმან რაიტს ვოტჩი: „პოლიციამ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და მხუთავი გაზი“

21 ივნისი 2019, 21:17 1537 ნახვა

„პოლიტიკოსებმა შეძლეს, სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რამაც საბოლოოდ მიიღო სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის სახე. პოლიცია იმყოფებოდა თავდაცვით რეჟიმში“ - ამის შესახებ დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ სამართალდამცველებს ძალა მანამ არ გამოუყენებიათ, სანამ საფრთხე არ შეექმნა ადამიანების სიცოცხლეს.

მინისტრი აცხადებს, რომ თუ ცალკეულ შემთხვევებში იყო ძალის გადამეტების ფაქტები, ამას გამოიძიებენ, გამოიძიებენ ორგანიზებასაც. სწორედ არაადეკვატურ რეაქციაზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საერთაშორისო დონეზეც ცხადდება, რომ რეზინის ტყვიები, რაც წესით აქციის დაშლისას ყველაზე ბოლოს უნდა იქნეს გამოყენებული, სპეციალური დანიშნულების რაზმმა გაფრთხილების გარეშე თავიდანვე გამოიყენა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი